საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„იმიტირებული სასამართლო პროცესი კონკურენციის სამართალში“

 

 

საინაუგურაციო იმიტირებული სასამართლო პროცესი კონკურენციის სამართალში

(14 დეკემბერი 2024)

 

2024-2026 წლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს ჟან მონეს მოდულს „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“ (European and Comparative Competition Law and Policy – ECCLAP). მოდულის ფარგლებში, დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ კონკურენციის სამართლის საინაუგურაციო იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობისთვის.

 

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარეგისტრირებულ სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის  სტუდენტს. მონაწილეობისთვის აუცილებელია 2-3 სტუდენტისგან შემდგარი გუნდი. ერთი და იმავე დაწესებულებიდან შესაძლებელია ერთზე მეტი გუნდის მონაწილეობა.

 

იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

  •   რეგისტრაცია/ინტერესის გამოხატვა
  •   წერილობითი რაუნდი
  •   ზეპირი რაუნდი

 

რეგისტრაცია/ინტერესის გამოხატვა შესაძლებელია სპეციალური ფორმის მეშვეობით (იხ. ქვემოთ).

 

წერილობით რაუნდში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ გუნდებს. ხსენებული რაუნდის ფარგლებში, გუნდებმა უნდა წარმოადგინონ წერილობითი პოზიცია მათთვის წინასწარ მიწოდებულ კაზუსთან დაკავშირებით, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პერსპექტივით.

 

ზეპირ რაუნდში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ წერილობითი რაუნდის წარმატებით გადამლახავი გუნდები. ხსენებული რაუნდიც დაეფუძნება წერილობითი რაუნდის ფარგლებში განსახილველ კაზუსს.

 

ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით - 300 ევრო.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები:

 

 

მონაწილეობის მსურველებს - წარმატებებს გისურვებთ და გელით!

თარიღი: 15/10/2024